შეიძლება „სეფორაში“ ან „ვიქტორია სეკრეტში“ მისმა საყვარელმა “იშოფინგა” – ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

2 წლიანი სასამართლო დავისა და ნომერ პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი გაჩერებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ბრძოლას ახლა იწყებს.

დავის ერთ-ერთი ეპიზოდი ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხებოდა, სადაც ნელი დოროყაშვილი განმარტავს, რომ მას ყოფილი  მეუღლე ბანკის პლასტიკურ ბარათს უბლოკავდა და ასე სჯიდა. სასამართლომ ნელი დოროყაშვილის მიერ მოყოლილი რეალურად არ მიიჩნია, რადგანაც, გადამოწმების შედეგად, დაცვის მხარემ საპირისპირო პაქტები და მტკიცებულებები წარადგინა. უფრო მეტიც, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა ის ფაქტებიც შეისწავლეს და ჩამოთვალეს, რამდენჯერ მოიტყუა დოროყაშვილმა სასამართლოზე.

ერთ-ერთი კონკრეტული ეპიზოდი კი ნიუ იორკში ვიზიტს ეხება, სადაც ნელი დოროყაშვილი ამტკიცებს, რომ ბასილაშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ბარათიც დაუბლოკა. არადა, დაცვის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ზუსტად ამ პერიოდში, დოროყაშვილი ნიუ-იორკში ძვირადღირებულ მაღაზიებში „შოფინგობს“ და ფოტოს საკუთარ გვერდზეც ტვირთავს.

დოროყაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ერთ-ერთ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ნიკოლოზის ბარათი არ ჰქონია და მისი ბარათით შეიძლება მისი საყვარელი „შოფინგობდა“.

„ნიკოლოზის ინტერნეტბანკის პაროლი მე არასდროს მქონია. სურათებზე იყო საუბარი, რომ რაღაც იყიდა (საუბარია დოროყაშვილზე) და „სეფორას“ პარკი ეჭირაო. რეალურად, სანამ ძალადობა მოხდებოდა, მე რამოდენიმე დღით ადრე ვიყავი ნიუ იორკში ნიკასთან ერთად და ბუნებრივია, ყველგან დავდიოდით ერთად. შეიძლება რესტორანშიც შევსულიყავით და შეიძლება „სეფორაშიც“. არ ვიცი ვინ იშოფინგა. მე და ნიკოლოზს გქონდა ერთი კარტა  ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე. შესაბამისად, ის კარტა ნიკოლოზმა წაიღო და შეიძლება „სეფორაში“ ან „ვიქტორია სეკრეტში“ მისმა საყვარელმა “იშოფინგა”.

არადა, ფაქტზე, ფოტოსურათის სახით, რომელიც ნელი დოროყაშვილის გვერდიდანაა აღებული და დღეს არ იძებნება,  ჩანს „შოფინგი“ ძვირადღირებულ მაღაზიებში და კონკრეტულად „სეფორაც“.

მსგავსი თემები