ნელი დოროყაშვილი ექსპერტს თანხის აღებაში ადანაშაულებს

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ახალი ბრძოლისთვის ემზადება. უფრო მეტიც, ის ექსპერტს თანხის აღებაში ადანაშაულებს.

საუბარია ექსპერტ ნათია წერეთელზე, რომლის დასკვნაც სასამართლოზე მტკიცებულების სახით იყო წარმოდგენილი. როგორც მოსამართლემ განაცხადა, ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას ყოფილი მეუღლის მხრიდან. ამას ადასტურებს ის სამედიცინო დასკვნაც რომელიც ექსპერტმა გასცა.

ნელი დოროყაშვილი კი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ექსპერტის დასკვნა დიდი ფულით იყიდა.

„ნიკოლოზმა ექსპერტი ნათია წერეთელი ალბათ მოისყიდა და გადაიხადა ძალიან ბევრი, ნულიანით ბოლოში, ფული და  რომელმაც დაწერა რომ ნიკოლოზი იყო ჩემი მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ასე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს, გადაიხადოს ფული და ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ექსპერტს დააწერინოს ის, რაც მას სურს“ – აცხადებს დოროყაშვილი.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებაში გაამართლა. ნელი დოროყაშვილი კი აცხადებს, რომ ის ბრძოლას ახლა იწყებს.

P.S. გამორიცხული არ არის, აღნიშნული ბრალდების გამო, ახალი სასამართლო დავაც დაიწყოს.

 

მსგავსი თემები