მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბელორუსი კიევს არ დაარტყამს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები