პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დააჯილდოვა

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა  მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს თავადი იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადასცა.

პრეზიდენტის განკარგულებით, ჯილდოები გადაეცათ “სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

ჯილდოს მფლობელები გახდნენ:  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი; გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი; პოლონეთის სეიმის მარშალი ელჟბეტა ვიტეკი და პოლონეთის სენატის მარშალი ტომაშ გროძკი; ლატვიის პარლამენტის (საეიმას) თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე იური რატასი; ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენი.

ასევე, იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები მიიღეს: ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის პრეზიდენტმა, მასუდ გარახანმა; ირლანდიის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე  მარკ დალიმ; ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ტალატ ჯაფერნა; შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი – ირენ ქელინსმა, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლარშემ და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარემ – გორდან იანდროკოვიჩმა.

 

მსგავსი თემები