,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური ხასიათისაა“- რატი ბრეგაძე არესტოვიჩის განცხადებაზე

,,ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური ხასიათისაა“,- ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

ბრეგაძის თქმით, კარგი იქნება, ალექსეი არესტოვიჩი მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, ურთიერთობებში და კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს.

„ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა, ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის. ბუნებრივია, საკითხზე რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

,,პრორუსმა მთავრობამ გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა”- ალექსეი არესტოვიჩი

მსგავსი თემები