,,გთავაზობთ, არესტოვიჩის და პოდოლიაკის სისულელეების მოსმენა შევწყვიტოთ”- ნიკოლოზ სამხარაძე

,,არესტოვიჩი გვპირდება, თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. მგონი, აბსურდის თეატრში ვართ. გთავაზობთ, არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულელეების მოსმენა შევწყვიტოთ,” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

„სანქციების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. შესაბამისად, არ ვიცით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ადამიანებს სანქციები რის გამო დაუწესა, თუმცა შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, უკვე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არესტოვიჩი ამბობს, თურმე უკრაინამ ძალების პროვოცირება თუ ინტერვენცია უნდა მოახდინოს საქართველოში. არ ვიცი, მას ასეთი რამ თავში როგორ მოუვიდა. თუ ვინმე ოდნავ ჩახედულია საერთაშორისო ურთიერთობებში და წესით, არესტოვიჩი უნდა იყოს ჩახედული, მაშინ ამის ღიად თქმა არა მხოლოდ უვიცობაა, არამედ რაღაც ფსიქიატრიულ პრობლემასთან უნდა გვქონდეს საქმე. ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყნის მიმართ აგრესია რა ფორმით განხორციელდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არესტოვიჩი გვპირდება, თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. მგონი, აბსურდის თეატრში ვართ. გთავაზობთ, არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულელეების მოსმენა შევწყვიტოთ.

მომავალი კვირის ორშაბათს საპარლამენტო დელეგაცია მივემგზავრებით ზაგრებში, ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც მოგეხსენებათ, არის უკრაინის მხარდასაჭერი პლატფორმა. შეხვედრა იქნება რადას თავმჯდომარესთან, სტეფანჩუკთან და მასთან ამ საკითხს დავსვამთ, თუმცა მისი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული განცხადება და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

,,პრორუსმა მთავრობამ გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა”- ალექსეი არესტოვიჩი

მსგავსი თემები