,,რუსებმა კახოვკას ჰესი აპრილში დანაღმეს – ტერორისტული სახელმწიფო განზრახ ამზადებს ტერორისტულ თავდასხმებს”- უკრაინის დაზვერვა

,,ტერორისტული სახელმწიფო განზრახ ამზადებს ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს,”- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს და ახლა  ჰესის სამთო საკეტებსა და საყრდენებზე სამუშაოებს აწარმოებენ

,,კაშხლის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი – ძირითადი დანაღმვის სამუშაოები ჯერ კიდევ აპრილში განხორციელდა. მიმდინარე კვირაში კახოვკას ჰესის საკეტები და სვეტები დამატებით დანაღმეს. კაშხალზე დამონტაჟებულია 2 სამხედრო სატვირთო მძღოლის გარეშე. ორივე მანქანა სრულად არის დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებების ყუთებით,”- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

მსგავსი თემები