„როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე“ – დავით არახამია  

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესი წევრი დავით არახამია პირველ შეფასებას აკეთებს.

„სალამი, ქართველო ხალხო. მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეურთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის მოლარეების გვარებს. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ვისწავლეთ ეს ამერიკელებისგან და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე. იმედი მაქვს ეს კარგი ამბავი არის თქვენი თავისუფალი ქვეყნისთვის“ – აცხადებს დავით არახამია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლო წევრები სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

 

მსგავსი თემები