უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთაევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 256 რუს ბიზნესმენს და მათ ოჯახებს.

სანქცირებულთა შორის არიან  რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები: ვლადიმერ ლისინი, ლეონიდ მიხელსონი, გენადი ტიმჩენკო, სულეიმან კერიმოვი, მიხაილ პროხოროვი, ლეონიდ ფედუნი, დიმიტრი რიბოლოვლევი, იური კოვალჩუკი და მისი ოჯახის წევრები და სხვები.

მსგავსი თემები