,,ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის აქტუალიზაციისთვის”- მინისტრი

,,ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის. ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები