ირანში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის მოსწავლეს სცემეს, რის შემდეგაც გოგონა დაიღუპა

ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მოსწავლემ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში. რამდენიმე სტუდენტმა მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე მათგანი სცემეს.

ირანის ხელისუფლება გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და სკოლის მოსწავლის გარდაცვალებას გულის პრობლემებს აბრალებს.

 

მსგავსი თემები