,,კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია”- ირაკლი კობახიძე

,,ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ”არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით”.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები