,,სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ – თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული”- კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  თბილისის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ, სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს. წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ყველას ვალია, ყველაფერი გაკეთდეს, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია.

„მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს.”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები