უკრაინაში რუსეთის აგრესიას 425 ბავშვი ემსხვერპლა, 815-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 425 ბავშვი დაიღუპა, 815-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი – 411 – დონეცკის ოლქში დაშავდა. ხარკოვში – 258; კიევში -16; მიკოლაევში – 77; ზაპოროჟიეში – 69; ჩერნიჰივში – 68; ლუგანსკში – 64; დნიპროპეტროვსკში – 31.

პროკურატურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შედეგად 2 663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.

მსგავსი თემები