კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

კიევი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამშაბათს დილით კიევზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის თანამშრომლები იყვნენ.

,,კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა”,- წერს ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე.

ორ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე თავდასხმის გამო, კიევის მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები