,,შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა”- ალეკო ელისაშვილი

,,შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა – ფობიებში და ძაღლებთან ბრძოლაში არ უნდა გადაგვეზარდოს, მაგრამ რაღაც შუალედია დასაკავებელი,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განცადა.

„შეხედავ, მოდის ვიღაც კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო გეუბნება – რას ჰქვია არ იკბინება?! ალიკაპი არ უკეთია და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა ან მოხუცი ქალი, ვინც მოასეირნებს ამ ძაღლს. რაღაცა არის გასაკეთებელი და ისევ ჩვენი გასაკეთებელია. ეს რაღაც ფობიებში არ უნდა გადაგვეზარდოს და ძაღლებთან ბრძოლაში, მაგრამ რაღაცა შუალედი არის ჩემი აზრით დასაკავებელი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ამ მიმართულებით საჭიროა გარკვეული რეგულაციები.

„პიტბულმა რუსთავში ორი ადამიანი დაგლიჯა, ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა, ოთხი ადამიანი დაგლიჯა მანამდე კიდევ პიტბულმა ვარკეთილში, ასეთი ფაქტი მოხდა ოქროსუბანშიც. არ მინდა ვინმეს წაქეზება, მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის ნებაზე მიშვებული პრობლემა. რაღაც კონტროლი, რეგულაცია არის საჭირო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები