,,სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს, ომის დაწყება დააბრალეთ”- მდინარაძე ოპოზიციას

,,სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი,”- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს. 

მდინარაძის თქმით, 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ.

,,როდესაც ოპოზიციას აწუხებს, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში, ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ, მათ, კიდევ ერთხელ, აღიარეს ღალატი. 2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გააკეთეს. ეს ნაწილი, პროცედურის, არ აღელვებთ, ორი კაცის ხმამაღლა გადალაპარაკება აღელვებთ, ასეთი მყარები არიან ისინი არგუმენტებში და როცა, ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, და ასეთ ტყუილებს, ეს გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ დააბრალეთ, მოღალატეობრივად, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები