,,2008 წელს თქვენ რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით”- გივი მიქანაძე

„2008 წელს თქვენ, რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მხარი დაუჭირეთ 1633 რეზოლუციას და მასში ასახულ მე-5 პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების წინაშე ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით“,- ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე  ოპოზიციის წევრთა განცხადებებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციასთან დაკავშირებით. 

პარლამენტის წევრის თქმით,  მიმდინარე წლის აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული რაიმე სააკაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთასა თუ მის ე.წ. „პოლიტპატიმრობაზე“. მისივე თქმით, დამატების შინაარსი კონტექსტუალურადაც კი არ არის ახლოს რეზოლუციის შინაარსთან.

„12 გამომსვლელიდან, ვინც ამ რეზოლუციაზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში მხოლოდ ერთმა ახსენა სააკაშვილი და ის ერთი ქალბატონი ხატია დეკანოიძე გახლდათ. ამ ყველაფრის მიღმა ამ დამატების აბსურდულობა იმითაც გამომდინარეობს, რომ დამატების შინაარსი კონტექსტუალურადაც კი არ არის ახლოს რეზოლუციის შინაარსსა და სულისკვეთებასთან. თუმცა, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს იყო სააკაშვილის ლობისტთა მცირე ჯგუფის ხრიკი, რომელმაც სამწუხაროდ ეს აბსურდული დამატება გააჩინა. ძვირფასო ოპონენტებო, ასე გახარებული და აჟიტირებული რომ ბრძანდებით უმნიშვნელოვანეს რეზოლუციაში მიღებული აბსურდული დამატებით, მსურს გითხრათ – 2008 წელს თქვენ, რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მხარი დაუჭირეთ 1633 რეზოლუციას და მასში ასახულ მე-5 პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების წინაშე ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

მსგავსი თემები