უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და მოსკოვსა  შორის ტყვეები გაიცვალა. ამჯერად რუსეთმა  ტყვეობიდან 108 უკრაინელი ქალი გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გაცვლილ ტყვეებს შორის არის  „აზოვსტალიდან“ გაყვანილი 37 ქალი.

„დღეს შესაძლებელი გახდა, ჩაგვეტარებინა ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა. განსაკუთრებით ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული.  ტყვეობიდან გავათავისუფლეთ 108 ქალი. ტყვეობაში იმყოფებოდნენ დედები და ქალიშვილები, რომლებსაც ძალიან ელოდნენ ახლობლები“, –  აცხადებს ერმაკი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, მათ უკრაინამ 110 ტყვე გადასცა, რომელტა შორის მეზღვაურებიც არიან.

 

მსგავსი თემები