პოლიციის განყოფილებაში ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები იკითხებიან

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის პროცესი გრძელდება. ამ წუთებში პოლიციაში კომპანია ,,ელემსის” ხელმძღვანელებს კითხავენ. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც შადრევნის პროექტი მოამზადა.

როგორც მოწმის სტატუსით პოზიციაში დაბარებულთა ადვოკატი აცხადებს, კომპანიამ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი მოამზადა, რომელიც  ,,გრინსერვის პლიუსმა” განახორციელა. მისივე თქმით, შესრულებული პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები