რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მოსკოვის ქალაქი იესკი ცეცხლის ალშია გახვეული. ქალაქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია სამხედრო თვითმფრინავზე. შემთხვევის ადგილს მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები შემთხვევის ადგილს ვერ უახლოვდებიან.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  ქალაქი იესკი აზოვის ზღვის სანაპიროზე მარიუპოლთან ახლოს მდებარეობს.

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა და ის სამხედრო მოიერიშე იყო. მფრინავმა კი კატაპულტირება მოასწრო.

მსგავსი თემები