ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს

უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო მომზადებას ევროკავშირის ტერიტორიაზე გაივლიან.   აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთიანად, ლუქსენბურგში მიმდინარე შეხვედრაზე  მიიღეს.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მისია უზრუნველყოფს უკრაინელი ჯარისკაცების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. მისიის შტაბ-ბინა კი ბრიუსელი იქნება.

„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. პუტინი მარცხდება პოლიტიკურად, მორალურად, ამის მიუხედავად ის განაგრძობს ესკალაციას, მათ შორის მთელი უკრაინის ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებზე იერიშით. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით. მომზადება ჩატარდება ევროპულ მიწაზე. მისიის ფარგლებში მომზადებას გაივლის 15 ათასამდე სამხედრო.  შეთანხმების მიხედვით, უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოიყოფა, რომელიც იარაღის მიწოდებას მოხმარდება“ – აცხადებს  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

 

მსგავსი თემები