ირაკლი ზარქუას განცხადებით, რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმი გადახედვას არ საჭიროებს

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვის საჭიროება არ დგას. მისი თქმით, ქვეყნაში არსებობს ფილტრაციის სისტემა, რომელიც არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს.

,,ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა დღემდე რამდენმა გადმოკვეთა რუსეთის მოქალაქემ, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას”, – განაცხადა ზარქუამ.

,,გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს”- სალომე ზურაბიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები