,,რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ”- ლაშა ხუციშვილი

,,დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს, შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც  სალომე ზურაბიშვილის მოლდოვაში დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს.

„დღეს არსებული მექანიზმები, რომელი მექანიზმებითაც ხდება შესაბამისი კონტროლი, მათ შორის სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვთქვათ, ვინ იქნას შემოშვებული ქვეყანაში და ვინ არა, საფრთხეებს ვინ შეიცავს ან არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც ქვეყანაშია საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება, იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

,,გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს”- სალომე ზურაბიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები