,,არა არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”- ირაკლი ზარქუა კალაძეზე

,,არა არ უნდა აიღოს”- ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  ჟურნალისტის კითხვას,  უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე.

,,არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, დეპუტატო ”ლელოს” ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მმართველი გუნდისგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს.

,,ის სამუშაოები, რაც გატარდა შადრევანთან დაკავშირებით, აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით მიიღო მერიამ, მცდელობაა ტრაგედიებზე მონადირეების მხრიდან, რომ ექსპლუატაციაში არ იყო მიღებულიო, იმდენად შტერები არიან ეს არის პირველი კლასის ობიექტი, რომელიც არ გულისხმობს არც ნებართვას და არც ექსპლუატაციაში მიღებას, ჩვეულებრივად ჩატარდა სამუშაო და მერიის მოთხოვნით აკეთებინებს გამარჯვებული ექსპერტიზას აკრედიტებულ კომპანიას, მხოლოდ ამის შემდეგ იბარებს უკვე მერია. გამოძიება მიდის და თუ ამ ტრაგედიაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, გამოიკვეთება და პასუხისგებაში იქნება მიცემული. რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფებს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს – “ლელოს” ინიციატივა ამ თემაზე არის მცდელობა ისევ და ისევ შოუ დადგან. არის გამოძიება, რაც მიმდინარეობს, ხოლო მათი ამოცანაა შოუ დადგან. ვინ უნდა გამოიძიოს – სამადაშვილმა?! “ჭიჭე” ვაშაძემ?!”- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები