კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 6 თვის ორსული ემსხვერპლა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსების მიერ „კამიკაძე -დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსიდან სამი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოჰყავთ.

მისივე ინფორმაციით,  გარდაცვლილთა შორის 6 თვის ორსული ქალი და მისი მეუღლე არიან.

,,რუსეთს უკრაინა უკრაინელების გარეშე სჭირდება. მათ უნდათ რომ იცხოვრონ გათბობის, ელექტროენერგიის, სიცოცხლის გარეშე. მათ ტერიტორია სჭირდებათ”, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის განცხადებით, რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კიევზე “უკრაინელი ხალხის გენოციდის” ნაწილია.

მსგავსი თემები