„მზად ვართ ვაგოთ პასუხი“ – მერის მოადგილე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ბრალეულობის შემთხვევაში, ყველა მზადაა პასუხისმგებლობისთვის.

„ჩვენი მთავარი ინტერესია, მოხდეს მიზეზების გამოკვლევა, რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩადებული. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენთაგანი მზად არის, ვაგოთ პასუხი თუ კი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება. ასეთ შემთხვევაში,  მზად ვართ ვაგოთ პასუხი“ – აღნიშნა ვიცე მერმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში,  სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

მსგავსი თემები