რუსეთი განრისხებულია ისრაელის გადაწყვეტილებით, რომ მიაწოდოს უკრაინას იარაღი

ისრაელის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა შეიარაღებით მოამარაგოს, რუსული მხარე პასუხობს და უგუნურ ქმედებად მიიჩნევს. როგორც  რუსეთის  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, მსგავსი ქმედებით ისრაელი რუსეთთან გზებს კეტავს და ურთიერთობას ანადგურებს.

„ისრაელი,  როგორც ირკვევა,  აპირებდა იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯი. ეს გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბანდერას შეშლილები ნაცისტები იყვნენ და ასე დარჩნენ. უბრალოდ, შეხედეთ მათი თანამედროვე მხლებლების სიმბოლიკას. თუ მათ იარაღს მიაწვდიან, დროა, ისრაელმა ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმაროს.

 

მსგავსი თემები