„ძალიან ბერი დამთხვევაა“ – დაკითხვიდან გამოსული ლაშა ფურცხვანიძე

გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა.

„ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, – განაცხადა ფურცხვანიძემ და აღნიშნა, რომ მას პოლიციაში ისევ დაიბარებენ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა. „გრინსერვის პლიუსი“ კი სამუშაოს შემსრულებელი კომპანია იყო. ფურცხვანიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას გამორიცხავს.

მსგავსი თემები