ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში ისევ დაიბარეს, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს

გრინსერვის პლუსის” დირექტორის ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში ისევ დაიბარეს. იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ამ წუთებში ისევ დაკითხვაზე იმყოფება.

ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.  თუმცა დღეს, მისი დაბარება ისევ გახდა საჭირო. გვიან, როცა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა, მედიასთან კომენტარის გააკეთა და არ გამორიცხა, ის, რაც ვაკის პარკში მოხდა, შეგნებულად იყოს გაკეთებული.

როგორც ფურცხანიძის ადვოკატი აცხადებს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ეჭვი და საფუძველი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერი ტრაგიკული დღეა. ამ დღეს, სამ არასრულწლოვანს, ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი – მარიტა დღეს დაკრძალეს.

 

მსგავსი თემები