13 წლის ლაზარეს ვაკის პარკში მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის – ლაზარე ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა,  მეხსიერებასთან დაკავშირებით გარკვეული ამოვარდნა შეინიშნება.

როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, ის რაც ვაკის პარკში მოხდა, ლაზარეს საერთოდ არ ახსოვს.

„ლაზარე უკვე კონტაქტურია, ლაპარაკობს.  ტელეფონზეც დამირეკა და მითხრა, რომ სახლში წამიყვანეთ, მე არაფერი არ მჭირსო.  აქვს ცოტა ამოვარდნები მეხსიერების, არ ახსოვს რაღაცები. ის მომენტი, რაც იქ მოხდა უშუალოდ, საერთოდ არ ახსოვს და ეს ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს. ამას რაც უფრო გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ყველაფრის მისთვის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი,” – ამბობს ოჯახის ახლობელი კონსტანტინე ზარნაძე.

 

მსგავსი თემები