13 წლის მარიტა ტაძარში დაასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა ვაკის სამების ტაძარში დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი  დაიწყო და სამძიმარზე უამრავი ადამიანი მიდის – უცნობები, ნაცნობები, ახლობლები, გამვლელები, სკოლელები…

პანაშვიდი 14:00 საათამდე გაგრძელდება. შემდეგ, მოზარდს, რომელიც ჩოგბურთის ჩემპიონი იყო, კორტებზეც მიასვენებენ. შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მარიტას ყველა გლოვობს და დასტირის.

 

მსგავსი თემები