დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის, მარინა ფირცხალავას ინფორმაციით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მალე გაწერენ.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ თავისით, დახმარების გარეშე სუნთქავს, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, მაგრამ აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს. რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ კიდევ სჭირდება. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, – განაცხადა მარინა ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, რომ,  ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ვაკის პარკში სამ მოზარდს დენმა დაარტყა.

მსგავსი თემები