„იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა“ – ლაშა ფურცხვანიძე

გრინსერვის პლუსის” დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის განცადებით,  ვაკის პარკში მაღალი ხარისხით ჩატარებულ სამუშაოებზე სრულად არის პასუხისმგებელი და არანაირი წუნი თუ ხარვეზი შადრევანს არ ჰქონია.

„სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული.  აპარატურა სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო, ტესტირებაც შემოწმდა, ანგარიშებიც არსებობს.  ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა, რომ მანდ დენია, შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად დაადგინოს, მე ვერ გეტყვით“ – განაცხადა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მან სასჯელი უკვე მიიღო იმ შედეგით, რაც დადგა.

„იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა. მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად“ – აღნიშნა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში შესაბამისი სამუშაოები „გრინსერვის პლუსმა“ ჩაატარა. პარკში სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა კი გარდაიცავალა.

 

მსგავსი თემები