მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა  28-მდე გაიზარდა. აფეთქებისას, მიწის ქვეშ, მაღაროში  110 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება.

გადარჩენილი 58  მაღაროელი კლინიკებში გადაიყვანეს.

ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში, 300 მეტრის სიღრმეში აფეთქების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი თემები