,,როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას, მხოლოდ დროის საკითხია”- დანილოვი

,,როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას – ეს მხოლოდ დროის საკითხია,”- ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ახლა მინიმუმ 4 არმიაა, რომლებიც ერთმანეთში კონფლიქტს დაიწყებენ.

,,რუსეთში ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა. იქ დღეისთვის უკვე მინიმუმ ოთხი არმია ჩნდება. როგორ დაიწყებენ ისინი ერთმანეთთან საუბარს, როგორ მიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ მოვლენებში, ჯერ რთულია ამის თქმა… ეს ოთხი არმია ადრე თუ გვიან დაიწყებს ერთმანეთთან კამათს. მე არაერთხელ მითქვამს: როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსების ხოცვას – ეს მხოლოდ დროის საკითხია”, – აღნიშნა დანილოვმა.

მსგავსი თემები