,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა საუბრობენ საკუთარ ლიდერზე”- შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, მათთვის საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როდესაც ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.

პაპუაშვილის თქმით, არ არის სასიამოვნო მომენტი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის.

„ადამიანის, რომლის ბრალეულობაც დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ შეფარდებოდა დამნაშავე პირებს, სამართალი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ.

არ არის სასიამოვნო მომენტი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, მათთვის საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როდესაც ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, ეს გასაგებია და სამწუხაროდ, EPP-ს პარტიების გაერთიანების ამ ინსტრუმენტს იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ ასეთი ფრჩხილებში ჩაწერილი წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები