,,რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, ის მზადაა ეს ტერიტორიები უკრაინული მიწის „პატარა ნაწილის“ სანაცვლოდ დათმოს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუს ოკუპანტებს დონეცკის ოლქის დაკავება მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ, რადგან იქ მობილიზებული პატიმრები იბრძვიან
,,მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.