სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, 17 ოქტომბერს კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით, აქციის გამართვას აანონსებენ. აქტივისტების განცხადებით, ისინი ორშბათს, 17 ოქტომბერს, მერიასთან შეიკრიბებიან და  პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე კალაძე არ გადადგება.

„კალაძემ რომ თქვა, თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდება მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღოო. თუ რას ნიშნავს? ვერ იაზრებს, რომ მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? დამნაშავეს ვერ ხედავს ამ პროცესებში? თუ ვერ ხედავს ჩვენ აუცილებლად დავანახებთ. კახა კალაძე აუცილებლად გადადგება. ვინც არიან მონაწილეები, ისინიც აუცილებლად დაისჯებიან.

ორშაბათს შევიკრიბებით და აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს. შეიძლება, ვიღაცას სინდისი ისე ჰქონდეს დამალული, რომ ერთი დაძახებით ვერ მიხვდეს, რომ უნდა გადადგეს. სანამ ის ვერ მიხვდება ჩვენ გავაპროტესტებთ“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა,  ლაშა ჯანჯღავამ.

მსგავსი თემები