,,ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!” – თეა წულუკიანი ბესო სოლომანაშვილს

მწერალ ბესო სოლომანაშვილის ფეისბუქ პოსტს,  კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ მინისტრი ამბობს, რომ კახა კალაძის შვილისადმი მიწერილი ასეთი სიტყვების შემდეგ სოლომანაშვილს მწერალი, ბრჭყალებში შეიძლება ეწოდოს.

„იცნობდეთ:

ამ პოსტის მერე – მწერალს ბრჭყალებში, და მდაბიო სვეწილას ბრჭყალების გარეშე და საბჭოურ ენაზე!

რა ოხერია მაინც ეს საბჭოური მენტალიტეტი! თავისუფლებისა და ინტელექტუალიზმით აღვსილი ატიტიუდის მანტიაში რომ გამოახვევს ხოლმე მისი პატრონი შუბივით! ეს შუბიც რა მოღალატეა?! ხან სად გამოყოფს ცხვირს, ხან – სად.

ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!“- წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, გახმაურებული პოსტი ბესო სოლომანაშვილმა დაწერა: ,,შვილო, იცი, მამიკოს შენთვის საჩუქრები, გემრიელობები, ლამაზი ტანსაცმელი, კარგი რამეები რომ ეყიდა, კარგი მანქანით რომ გევლო, შენმა მამიკომ შენი ტოლი მეგობარი მოკლა, იცი? შენს ყველა ტანსაცმელს სისხლი უსვია, შენს საჭმელში სისხლია. ყველა შენს გასართობში მკვდარი ბავშვებია, იცი პატარა? იცი პატარა, მალე სხვისი შვილის მამიკო გამოჩნდება, რომელიც შენ მოგკლავს თავისი შვილის საჭმელისთვის, იცი?“.

მსგავსი თემები