თურქეთში მიიღეს კანონი, რომლითაც დეზინფორმაციის გამავრცელებელი 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

თურქეთის მეჯლისმა მიიღო კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა წარადგინა.

არსებული  ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, რადგან მათი აზრით,  კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 1 დან 3 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მსგავსი თემები