სვეტიცხოვლობის ღონისძიებები გაუქმდა, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.

 

მსგავსი თემები