„ყველა უმკაცრესად დაისჯება“ – შს მინისტრის მოადგილე

ვაკეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა დამნაშავე კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება.

მან ისაუბრა რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. ასევე ისაუბრა, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების  დაკითხვის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებიც გამოკითხვაც. ასევე, იკითხება კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე“ – აღნიშნა დარახველიძემ.

13 ოქტომბერი ტრაგედიის დღე, რომელმაც ყველა შეძრა. ვაკის პარკში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

მსგავსი თემები