შსს-ში 20:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. 20:00 საათზე განცხადებას მინისტრის მოადგილე სანდრო დარახველიძე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ორი კი სიცოცხლეს ებრძვის.

მთელი დღის განმავლობაში, პოლიციაში მერიის თანამშრომლები და კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები იკითხებიან. სავარაუდოდ, შსს-ში პასუხისმგებელი პირის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდება.

მსგავსი თემები