„მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი“ – ლაშა ფურცხვანიძე  

ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი, კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებელი ის არის.

„მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი ყველაფერს“ – აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ მედიასთან. მისი დაკითხვა ამ დრომდე არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების მთავარი კონტრაქტორი „გრინ სერვისი“ იყო და  პროექტი შემოწმებული იყო.

დღეს, ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა.  შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები