ვაკის პარკის სამუშაოების ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში იკითხება

დაახლოებით ნახევარი საათია, კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც ვაკის პარკში სამუშაოები ჩაატარა,  ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების მთავარი კონტრაქტორი „გრინ სერვისი“ იყო და  პროექტი შემოწმებული იყო.

პოლიციაში მერიის სხვა მაღალჩინოსმებიც იკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა.  შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები