,,შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში  ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით,  მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.

,,შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს” ,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა,  კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მსგავსი თემები