ნახევარი მილიონი დოლარი, 18 000 ყოველ თვე და სხვა ქონება – რას ითხოვდა ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილისგან?!

მსოფლიო ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრების დაკითხვით გრძელდება. დღეს სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვლის ძმას, თენგო ბასილაშვილს კითხავს. მან მოსამართლეს ის ქონება დაუსახელა, რასაც დოროყაშვილი ბასილაშვილისგან ითხოვდა.

„ნელი დოროყაშვილის ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო. 500 ათას დოლარს ითხოვდა; ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით; მცხეთის ქუჩაზე სახლს რა სახლიც აჩუქა ნიკამ ლუკას იმ სახლს ითხოვდა; ასევე,  გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს; პარკინგს და ყოველთვიურად 18 000 ლარს ალიმენტის სახით“, – აღნიშნა თენგო ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს ნელი დოროყაშვილს საკმაოდ დიდი ქონება გადაუფორმა. საუბარია როგორც სახლებზე, ისე კომერციულ ფართსა და ფულად თანხაზე.

მსგავსი თემები