,,სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა”- ექიმი

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მეორე მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი  სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია.  მოზარდი მართვიდ სუნთქვაზე იმყოფება.

,,მოზარდი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს  ნიუ ჰოსოპიტალის ინტენსიური თერაპიის განმყოფილებაში. სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული გართულებები და მზად ვართ ამ გართულებებისთვის.  ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე, გონებადაბინული. იყო შოკური მდგომარეობა, ელექტრო ტრამვა. ხეჩინაშვილის კლინიკაში მოხდა მოზარდის ინტუბაცია. მოზარდი იმყოფება ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში, გართულებები შეიძლება იყოს”- განაცხადა ექიმმა.

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მსგავსი თემები