,,ტრაგედიით მანიპულირებთ, კალაძეს უკავშირებთ – ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს

,,თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით…სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ,”- ამ სიტყვებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა.

ოხანაშვილი გიორგი ამილახვარის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სამარცხვინოა.

,,ყველაზე მძიმე ის არის, რომ თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით…სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ. აქ სიტყვები უადგილოა, მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ პოლიტიკურ ჭრილში, კახა კალაძეს უკავშირებთ, ოცნებას დაუკავშირებთ, ამას გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს, ეს არის სამარცხვინო” ,- განაცხადა ოხანაშვილმა.

,,არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია”- ამილახვარი

მსგავსი თემები